ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

მწვანე პლანტაციები ნისლიან მთებში

Filicori Zecchini-ს ხარისხი მხოლოდ ყავის შექმნით არ შემოიფარგლება — ის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს გარემოსა და მომავალი თაობების წინაშე.

ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მდგრად განვითარებას და საქმიანობის თითოეულ ეტაპზე ცდილობს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.  სრულად გადამუშავებადი შეფუთვის გამოყენება Filicori Zecchini-ის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

 

ჩვენ გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის ყავა და გარემოსადმი პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. სწორედ ამიტომ, Filicori Zecchini აგრძელებს იმ პრაქტიკების დანერგვას, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და უფრო მდგრადი მომავლის შექმნას.

 

გაეცანით ჩვენს კოლექციას და აღმოაჩინეთ ბრენდი, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია აერთიანებს იტალიურ ტრადიციას, ინოვაციასა და პასუხისმგებლობას მომავლის მიმართ.

ჩვენ ვანდეთ მესამე მხარეებს ჩვენი საწარმოო მეთოდის, პროდუქციის ხარისხისა და სისტემების პროფესიონალური ხარისხის დამოწმება სერტიფიცირებისთვის.

Istituto Espresso Italiano

IEI Certification (Istituto Espresso Italiano)

(იტალიური ესპრესოს ინსტიტუტი) წარმოადგენს ავთენტური იტალიური ესპრესოს „ოქროს სტანდარტს“.

Fairtrade

Fairtrade Certification

(სამართლიანი ვაჭრობის სერტიფიკატი) არის გლობალური მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებად ქვეყნებში მცირე ფერმერებისა და მუშების მდგომარეობის გაუმჯობესებას

EU Organic

EU Organic Certification

(ევროკავშირის ორგანული სერტიფიკატი) მწარმოებლები, ჯანსაღი პროდუქციის მიღების მიზნით, იყენებენ ბუნებრივ პროცესებსა და მასალებს.

USDA Organic

US Organic Certification

აშშ-ის ორგანული სერტიფიკატი მწარმოებლები, ჯანსაღი პროდუქციის მიღების მიზნით, იყენებენ ბუნებრივ პროცესებსა და მასალებს.

Specialty Coffee Association

SCA Membership

ეძღვნება ისეთი ინდუსტრიის განვითარებას, რომელიც არის სამართლიანი, მდგრადი და ხელშემწყობი ყველასთვის.

IFS Food

IFS Food Standard

წარმოადგენს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ყველაზე აღიარებულ გლობალურ ეტალონს.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ უკეთესი ყავის ხარისხი გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით. ას წელზე მეტია, ჩვენს ესპრესოს რეცეპტებში იტალიურ ტრადიციებს ვავითარებთ. დღეს ჩვენ თანამედროვეობის გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამავდროულად, ვზრუნავთ მდგრადობასა და გარემოს დაცვაზე.


 სერთიფიკაცია არის აღიარება, რომ ყავის მარცვალი გამოირჩევა მკაფიოდ განსაზღვრული მახასიათებლებით, რაც მათ მარტივად განასხვავებს იმიტაციებისგან.

B2B ბიზნესი

ესპრესო ისხმება პროფესიონალური ყავის აპარატიდან Filicori Zecchini-ის ფინჯანში

გსურთ განავითაროთ თქვენი ბიზნესი?

თუ თქვენ კვების და სასმელების ინდუსტრიას წარმოადგენთ, ჩვენ დაგეხმარებით სერვისის ახალ საფეხურზე აყვანაში. ჩვენი გუნდი მზად არის, მაქსიმალურად მოერგოს თქვენს მოთხოვნებს — პროდუქციის შერჩევიდან დაწყებული, სრული ტექნიკური მხარდაჭერით დასრულებული.

Filicori Zecchini Georgia თანამშრომლობს:

კაფეებთან, რესტორნებთან, სასტუმროებთან, ბარებთან, ოფისებთან

ჩვენ გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ყავას, Astoria-ს პროფესიონალურ აპარატებს, ინსტალაციას, ტექნიკურ მხარდაჭერას, ბარისტების კონსულტაციასა და მუდმივ მომარაგებას.

თუ თქვენი მიზანია სტუმრებს შეუქმნათ ნამდვილი იტალიური ყავის გამოცდილება, ჩვენი გუნდი მზად არის შემოგთავაზოთ ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები.

გაიარეთ კონსულტაცია, შეავსეთ ფორმა თქვენი ბიზნესის მონაცემებით და ჩვენი გაყიდვების გუნდი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ ინდივიდუალური პირობების განსახილველად. კონსულტაცია უფასოა და არ გაკისრებთ არანაირ ვალდებულებას.

ხარისხი და სერვისი

როგორ დავხვეწოთ ყავის კულტურა Filicori Zecchini-სთან ერთად

სარესტორნო ბიზნესში ყოველი დეტალი გადამწყვეტია, თუმცა სტუმრის ლოიალობას ყველაზე სწრაფად სრულყოფილი ესპრესო განსაზღვრავს. Filicori Zecchini Georgia გთავაზობთ არა მხოლოდ მსოფლიოში აღიარებულ იტალიურ პრემიუმ ყავას, არამედ სრულ ბიზნეს-მხარდაჭერას თქვენი წარმატებისთვის.

ბარისტას ხელში ესპრესოს ფინჯანი Filicori Zecchini-ის ლოგოთი

შესყიდვის პირდაპირი წყარო

ყავის მწიფე და მოუმწიფებელი ნაყოფი ტოტზე

კომპანიის ქვაკუთხედი ვაჭრობის პირდაპირი წყაროა

მიწოდების ჯაჭვში  ”რგოლების” შემცირება გულისხმობს არამხოლოდ  ლოგისტიკას — არამედ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს სტრატეგიას, რომელიც მდგრადობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? პლანტაციებთან და ფერმერებთან პირდაპირი თანამშრომლობით, ჩვენ ვქმნით სამართლიან გარემოს: მუშები იღებენ ღირსეულ ანაზღაურებას საკუთარი შრომისა და მოსავლისთვის, ხოლო თქვენ კი — სტაბილურად უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის ყავას მიირთმევთ.

პარტნიორები

კახელები
Flying Café
HONORE
palmebi by honore
Pumpkin Cafe
Perfect Drive
Coffeehub.ge
Lumier's Chimney Cake • ლუმიერს
go top